Belive

კატასტროფული ვარდნა - უმტიტის ფასი ბოლო სამ წელიწადში 68 მილიონით შემცირდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სამუელ უმტიტი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ის წარმომადგენელია, რომელზეც უდიდესი ავანსები იყო გაცემული, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი დიდ იმედგაცრუებად იქცა. საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველის კარიერული რეგრესი მის სატრანსფერო ფასშიც აისახა, რაც საბოლოო ჯამში გასაოცარ ციფრებს გვიჩვენებს. საინტერესოა, რომ მაშინ, როცა 28 წლის ფეხბურთელი კარიერის პიკში იყო, ანუ 2018 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, მისი ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით, 70 მილიონი ევრო იყო, ახლა კი ამ გრაფაში 2 მილიონია აღნიშნული. უმტიტისთვის "ბარსელონაში" საწყისი პერიოდი საკმაოდ წარმატებული იყო. იგი რეგულარულად ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ და ლა ლიგის, ესპანეთის თასის და სუპერთასის მოგება მოახერხა, თუმცა ორი სეზონის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, რასაც თან მძიმე ტრავმები დაერთო და საბოლოო ჯამში, საქმე იქამდე მივიდა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. უმტიტი "ლიონის" აღზრდილია და 4 წლის განმავლობაში, ამ კლუბის მთავარ გუნდშიც თამაშობდა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "ოლიმპიკს" მისი დაბრუნება სურდა. 2016 წლის შემდეგ, სამუელ უმტიტიმ კატალონიური გრანდის მაისურით 133 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.  

სხვა სტატიები