Belive

კაჭარავა: "ერთა ლიგაზე ბოლო ორმა ფრემ იმედგაცრუებული დაგვტოვა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დატვირთული სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. პოლონური "ლეხი"  ნიკა კაჭარავას საქართველოს ნაკრების განვლილ მატჩებსა და 12 ნოემბრის ფინალზე ესაუბრა.

ბელარუსი და ერთა ლიგის მატჩები. 

"ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ბელარუსის ნაკრები დაგვემარცხებინა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში თამაშის უფლება მოგვეპოვებინა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაფერი წარმატებულად დასრულდა. თუმცა, ერთა ლიგის ორმა თამაშმა იმედგაცრუებული დაგვტოვა, რადგან მაკედონიასთან და სომხეთთან ვიგებდით, უპირატესობა კი შეხვედრის ბოლო წუთებზე, პენალტის გამო დავკარგეთ.

"ლეხის" ოფიციალურმა გვერდმა კაჭარავას გატანილი გოლით მიღებულ ემოციებზე ჰკითხა. შეგახსენებთ, რომ ნიკამ სომხეთთან თავის გამოჩენა მოახერხა.

"ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არ ვარ, რადგან ვიცი, რომ ყოველთვის მეტის მიღწევა შემიძლია. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ნაკრებში კარის ჩარჩოში ზუსტი დარტყმები დავიწყე, ეს ყოველთვის ფანტასტიკური შეგრძნებაა.

ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალური თამაშის შესახებაც გააკეთა.

"ეს ჩვენი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ბოლო რამდენიმე თვეში ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები თანაბარია. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ საკუთარ ქვეყანაში, თბილისში ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ფანების წინაშე წარმატებას მოვიპოვებთ," - თქვა ნიკა კაჭარავამ.
 

სხვა სტატიები