Belive

კაჭარავამ მიჯრით გაიტანა - ქართველების ანორთოსისი ლიდერობას იმყარებს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თემურ ქეცბაიას "ანორთოსოსი" კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობას არავის უთმობს. ქართველი მთავარი მწვრთნელის გუნდმა პირველი დივიზიონის მერვე ტურის შეხვედრაში ნიქოზიას "ოლიმპიაკოსს" დიდი ანგარიშით - 4:0 მოუგო. მატჩში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ და თავისი გუნდის კარის უსაფრთხოება დაიცვა. ნიკა კაჭარავამ მოედანზე 53 წუთი გაატარა და მიჯრით მეორე შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა, რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, ის სათადარიგოთა სკამზე იყო და ქეცბაიამ 27 წუთის თამაშის ნება დართო. თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც ტრავმა აწუხებს, განაცხადში არ ყოფილა. 7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ფამაგუსტელებს წაუგებლად 17 ქულა აქვთ და ცხრილში ლიდერობენ, თანაც უახლოეს მდევარ ომონიაზე ერთით ნაკლებჯერ უთამაშიათ. შემდეგ ტურში ქართველების გუნდი 9 ნოემბერს, "ნეა სალამისს" ესტუმრება.

სხვა სტატიები