Belive

კავანი: "ინგლისურ გუნდებს საფრანგეთში თამაში გაუჭირდებათ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" დამარცხებასთან დაკავშირებით ედისონ კავანიმ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფორვარდის თქმით, მარცხის მიზეზი საფრანგეთის ჩემპიონატში არსებული დაბალი კონკურენტუნარიანი გარემო ნამდვილად არ გამხდარა. "ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო გუნდები თამაშობენ და მათთან ხან მოიგებ, ხან დამარცხდები. სიმოვნებით ვიხილავდი ინგლისურ კლუბებს საფრანგეთის ჩემპიონატში და ყველა ნახავდა, რამდენად ძლიერები არიან", - განაცხადა მარცხის შემდეგ კავანიმ. "ლიგა 1-ს ვერ დავაკნინებ - საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია და გამარჯვებული გუნდის არაერთი წევრი სწორედ ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშობს. რაც შეეხება ფრანგულ გუნდებს, ისინი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ფაზაზე ყოველთვის არიან წარმოდგენილები", - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ შეიხ მანსურის გუნდში უკვე $1.17 მილიარდი აქვს დახარჯული, თუმცა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც კი არცერთხელ არ გასულა.

სხვა სტატიები