კავანი მომდევნო წელს ბექჰემის გუნდს შეუერთდება

61
ნახვა

“პსჟ”-სა და ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი, ედინსონ კავანი დიდი ალბათობით, კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, 32 წლის თავდამსხმელი დევიდ ბექჰემის მფლობელობაში მყოფ კლუბში, “ინტერ მაიამიში” გადავა.

უცხოური მედიის თანახმად, კავანი აშშ-ში მომდევნო ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდება. ედინსონს “პსჟ”-სთან კონტრაქტი 2020 წლის  ივნისში ეწურება.

ედინსონ კავანი პარიზულ კლუბში 2013 წლიდან თამაშობს. ურუგვაელის ანგარიშზე 194 გატანილი ბურთია.

(61)

კავანი მომდევნო წელს ბექჰემის გუნდს შეუერთდება

სტატიის ავტორი
-