Belive

კავანი ნაპოლიში დაბრუნებას არ განიხილავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ედისონ კავანის დაბრუნება სურს. იტალიურმა მედიამ აღნიშნულ თემას არაერთი სტატია მიუძღვნა და ცხადია, საინტერესოა თავად კავანის მოსაზრება "ნაპოლიში" დაბრუნებასთან დაკავშირებით. "სასიამოვნოა, როდესაც ჩემს სახელს "ნაპოლის" უკავშირებენ, თუმცა ახლა ამაზე არ ვფიქრობ. "ნაპოლისთან" თამაში ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწევს და ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი ფანები კარგად დამხვდებიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი იქნება, როდესაც ამდენი წლის შემდეგ ვითამაშებ სტადიონზე, რომელიც ჩემს საშინაო მოედანს წარმოადგენდა", - განაცხადა ურუგვაელმა. კავანის, რომელიც პარიზულ კლუბში უკვე მეექვსე სეზონს ატარებს, “პსჟ-სთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ურუგვაელ ფორვარდს ამ პერიოდში 255 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან მეტოქის კარის აღება 176-ჯერ შეძლო. აქვე შეგახსენებთ, “ელ მატადორმა” იტალიური გუნდის მაისურით 138 თამაში ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები