Belive

კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-18 ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ფულემს" უპირისპირდება. შეხვედრის 21-ე წუთზე თავის გამოჩენა ედინსონ კავანიმ მოახერხა - გამოცდილმა თავდამსხმელმა მეტოქეთა დაცვისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა. "ფულემის" კარში გატანილი გოლით კავანი "იუნაიტედის" ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "წითელი ეშმაკების" რიგებში სადებიუტო 4 გასვლით მატჩში გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ურუგვაელი მანჩესტერელებს ოქტომბერში, "პსჟ"-დან შეუერთდა.

სხვა სტატიები