Belive

კავანიმ მესი საჩხუბრად გაიწვია (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინასა და ურუგვაის ეროვნულ გუნდებს შორის ფრედ დასრულებული (2:2) ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას, ედისონ კავანიმ ლიონელ მესი საჩხუბრად გამოიწვია, რაზეც "ალბისელესტეს" კაპიტანი დათანხმდა და უპასუხა: "როცა გსურს". სამხრეთამერიკული ნაკრებების ფეხბურთელების დაპირისპირება ურუგვაელი მცველების მიერ "ბარსელონას" კაპიტნის უხეშად წაქცევამ გამოიწვია, "პსჟ-ს" თავდამსხმელი კი თანაგუნდელებს გამოექომაგა. თელ-ავივში გამართულ შეხვედრაში გოლის გატანა ორივე ხსენებულმა ფეხბურთელმა მოახერხა, ურუგვაელთაგან მესის მეგობარმა ლუის სუარესმაც შეაგდო. ამჯერად ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ, 5 ოქროს ბურთის მომგებ ფეხბურთელს ნაკრებში 70 გოლი მოუგროვდა, პელეს შედეგის გაუმჯობესებამდე კი არგენტინელთა საუკეთესო ბომბარდირს მეტოქის კარის 7-ჯერ აღება აშორებს.

სხვა სტატიები