Belive

კავანიმ ტუანზებეს მბაპესა და ნეიმარის წინააღმდეგ თავდაცვა ასწავლა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. პრემიერ ლიგის გრანდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო აქსელ ტუანზებე აღმოჩნდა, რომელმაც კილიან მბაპესა და ნეიმარს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა. არაერთი საფეხბურთო მიმომხილვევლის მტკიცებით, "წითელი ეშმაკების" ცენტრალური მცველი, დავიდ დე ხეასთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო და სტუმრებმა გამარჯვება მისი ბრწყინვალე თამაშის შედეგად მოიპოვეს. ტუანზებემ დასახულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა და პარიზელთა ლიდერები - კილიან მბაპე და ნეიმარი შეაჩერა. სოციალურ ქსელებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომელშიც ტუანზებესა და ედინსონ კავანის საუბარი ჩანს. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ კავანი ტუანზებეს ყოფილი თანაგუნდელების სუსტი მხარეების შესახებ ესაუბრა და მათ წინააღმდეგ თავდაცვა ასწავლა. შეგახსენებთ, "პარი სენ-ჟერმენში" გატარებული 7-წლიანი კარიერის შემდეგ, 5 ოქტომბერს კავანი "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

222

სხვა სტატიები