კაზემირო 2020 წლის ესპანური ფეხბურთის საუკეთესო ლათინო-ამერიკელ ფეხბურთელად დასახელდა

ესპანეთში მოქმედმა ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტომ, EFE-მ, გასული წლის საუკეთესო ლათინო-ამერიკელი ფეხბურთელი დაასახელა – ტიტულის მფლობელი მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახევარმცელი, კაზემირო გახდა.

კაზემიროსთვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა – ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “რეალთან” ერთად ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო.

“ასეთი ინდივიდუალური ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია, თუმცა ამას ჩემი თანაგუნდელების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდი, ამისათვის კი მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. გასული წელი ჩემთვის ძალიან რთული, თუმცა გამორჩეული გამოდგა.

ეს ტიტული ისეთ ფეხბურთელებს აქვთ მოგებული, როგორებიც რონალდო, რობერტო კარლოსი, კრიშტიანუ რონალდუ და რედონდო არიან – ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს.

წინ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება – უნდა ვიბრძოლოთ ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის, ლა ლიგაში კი წინ პოტენციური 45 ქულა გველოდება. ამ მომენტში, ყველაფრისთვის მზად ვართ და კარგ ფორმაში ვიმყოფებით, ასე რომ, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის სრულ მზადყოფნაში ვიმყოფებით”, – აღნიშნა კაზემირომ.

EFE წლის საუკეთესო საუკეთესო ლათინო-ამერიკელ ფეხბურთელს 1990/91 წლების სეზონიდან ასახელებს. გამოკითხვაში მონაწილეობას სააგენტოში გაერთიანებული სპორტული გამოცემების მთავარი რედაქტორები იღებენ. ყველაზე მეტჯერ აღნიშნული ტიტული ლიონელ მესის აქვს მოგებული (5), 90-იანი წლების დეკადის საუკეთესო ფეხბურთელად კი ფერნანდო რედონდოა დასახელებული. 2017/18 წლების სეზონში, ედინსონ კავანი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც აღნიშნული პრიზი ესპანეთს გარეთ თამაშისთვის მიიღო.

EFE-ს ყოველწლიური პრიზის გამარჯვებულები

  • 1990–91 – რომელ ფერნანდესი (ტენერიფე);
  • 1991–92 – ხოსე სალაზარი (ალბასეტე);
  • 1992–93 – ივან სამორანო (რეალი);
  • 1993–94 – რომარიო (ბარსელონა);
  • 1994–95 – ივან სამორანო (რეალი);
  • 1995–96 – დიეგო სიმეონე (ატლეტიკო);
  • 1996–97 – რონალდო (ბარსელონა);
  • 1997–98 – რობერტო კარლოსი (რეალი);
  • 1998–99 – რივალდო (ბარსელონა);
  • 1999–2000 – მარტინ ერერა (ალავესი);
  • 2000–01 – რობერტო აკუნია (სარაგოსა);
  • 2001–02 – ხავიერ სავიოლა (ბარსელონა);
  • 2002–03 – რონალდო (რეალი);
  • 2003–04 – რონალდინიო (ბარსელონა);
  • 2004–05 – დიეგო ფორმალი (ვილიარეალი);
  • 2005–06 – პაბლო აიმარი (ვალენსია);
  • 2006–07 – ლიონელ მესი (ბარსელონა);
  • 2007–08 – სერხიო აგუერო (ატლეტიკო);
  • 2008–09 – ლიონელ მესი (ბარსელონა);
  • 2009–10 – ლიონელ მესი (ბარსელონა);
  • 2010–11 – ლიონელ მესი (ბარსელონა);
  • 2011–12 – ლიონელ მესი (ბარსელონა);
  • 2012–13* კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) – რონალდუ საუკეთესოდ დასახელდა, თუმცა მას პრიზი არ გადასცემია, რადგან პორტუგალია ევროპას წარმოადგენს და არა ლათინო-ამერიკის რეგიონს;
  • 2013–14 – დიეგო კოშტა (ატლეტიკო);
  • 2014–15 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
  • 2015–16 – კეილორ ნავასი (რეალი)
  • 2016–17 მადრიდის რეალი – პირველი შემთხვევა, როდესაც საუკეთესოდ არა ფეხბურთელი, არამედ გუნდი დასახელდა;
  • 2017–18 – ედინსონ კავანი (პსჟ);
  • 2018-19 პრიზი არავის გადასცემია
  • 2019–20 ლეისი სანტოსი (ატლეტიკო) – პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელსაც აღნიშნული პრიზი გადაეცა.

 

(39)

კაზემირო 2020 წლის ესპანური ფეხბურთის საუკეთესო ლათინო-ამერიკელ ფეხბურთელად დასახელდა

სტატიის ავტორი
-