Belive

კაზემირო: "ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდით"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. "სამეფო კლუბმა" საკუთარ მოედანზე ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლა და მოულოდნელად, მეტოქისგან 2 გოლი გაუშვა. მეორე ტაიმში სერხიო რამოსმა და კაზემირომ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მნიშვნელოვანი უპირატესობის მიუხედავად, მადრიდელებმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და გულშემატკივარს იმედი კიდევ ერთხელ გაუწბილეს. გავლილი მატჩი "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კაზემირომ შეაფასა: "ნამდვილად არ ველოდით ამ შედეგს, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. მეტოქეს პირველ ტაიმში სულ 2 საგოლე შანსი ჰქონდა და ორივეს გამოყენება შეძლო. რთულია ამასთან შეგუება, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა, მეტოქის პატივისცემა გვმართებს," განაცხადა კაზემირომ.~

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 2:2 ბრიუგე 

სხვა სტატიები