Belive

კაზემირო გლადბახს აფრთხილებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "რეალი" "გლადბახს" დაუპირისპირდება. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გასამართი მატჩის წინ, "სამეფო კლუბის" ბრაზილიელი ვარსკვლავი - კაზემირო, მოწინააღმდეგეს აფრთხილებს. კაზემიროს მტკიცებით, "გლადბახთან" დაპირისპირება "რეალისათვის" ფინალის ტოლფასია - მადრიდული გრანდის ფეხბურთელებს კი ფინალების მოგების წყურვილი აქვთ.
"ყველას გააზრებული გვაქვს, რომ "გლადბახის" წინააღმდეგ წლის უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. "გლადბახის" წინააღმდეგ გასამართი მატჩი ფინალის ტოლფასია - თითოეულ ჩვენგანს გააზრებული გვაქვს, რომ ფინალურ მატჩს ვთამაშობთ. "სამეფო კლუბში" გვასწავლეს, რომ ფინალებს უბრალოდ არ ვთამაშობთ - ჩვენ ფინალებს ვიგებთ! გამარჯვების გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობთ. ვიცით, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. "გლადბახს" ვაფასებთ, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ", - აღნიშნა კაზემირომ.

სხვა სტატიები