Belive

კაზემირომ ბეილი დაიცვა: "ის ისტორიული მნიშვნელობის ფეხბურთელია"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში 3 გოლი გაიტანა, პენალტიც ზუსტად შეასრულა, ბარტრას კარდიფიდან შემოურბინა, 107 გოლი გაიტანა, 67 საგოლე პასი გააკეთა და გუნდის წარმატებაში არაერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მას მაინც უსტვენენ - მადრიდული პუბლიკა უელსელს ფორმიდან ამოვარდნას და გუნდთან ნაკლებ ემოციურ კავშირს არ პატიობს. ბეილს ქარიზმა აკლია - მასში არ იგრძნობა ის ენერგია და ფეხბურთისადმი სიყვარული, რომელიც დიდ ფეხბურთელებს ლეგენდარულად აქცევს. მაგალითისთვის, გავიხსენოთ რაულის, პუიოლის, ჯერარდის, მალდინის მაგალითები. როდესაც ბეილი განაცხადს მიღმა დატოვეს, იგი აშშ-ში გადაფრინდა და გოლფი ითამაშა, ცხადია, "რეალში" ეს არ ესიამოვნებოდათ. მარსელოს თქმით კი, გუნდს ბეილთან კომუნიკაცია უჭირს, რადგან მადრიდში 9-წლიანი კარიერის მიუხედავად, უელსელი ესპანურად დღემდე ვერ საუბრობს.
wales golfff

ამის მიუხედავად, "რეალის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა, კაზემირომ, თანაგუნდელი დაიცვა და მას ისტორიული მნიშვნელობის ფეხბურთელი უწოდა.
როდესაც ერთ ფეხბურთელს უსტვენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას გვისტვენენ. ბეილს მხარდაჭერა სჭირდება, ის "რეალისთვის" ისტორიული მნიშვნელობის ფეხბურთელია. გულშემატკივარის სტვენას კლუბის როდესაც გულშემატკივარი ბეილის დონის ფეხბურთელს უსტენს, ეს კლუბის შეურაცხყოფას ნიშნავს. ჩვენ ყველაფერში ერთიანები ვართ - მარცხსა თუ გამარჯვებაში. ჩვენს გამარჯვებას კი გულშემატკივარის თანადგომა განაპირობებს", - თქვა ბრაზილიელმა.

სხვა სტატიები