Belive

კაზემირომ პრემიერ ლიგის მსაჯების დოსიე მოითხოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კაზემირომ ყველა იმ მსაჯის დოსიე მოითხივა, რომელიც პრემიერლიგაში მუშაობს. როგორც ჩანს, ბრაზილიელი ნახევარმცველი აპირებს, რომ არბიტრებს მოარგოს მისი სათამაშო სტილი.

30 წლის ფეხბურთელის დებიუტი "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ შედგება, რომელსაც ენდი მადლი განსჯის. მისი მოღვაწეობა პრემიერლიგაში 2019 წელს დაიწყო და სულ 48 მატჩს წარუძღვა.

skysports-andy-madley-premier-league_4918791

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაზემირომ მისი მომავალი მატჩის მთავარი არბიტრის დოსიე მოითხოვა. ბრაზილიელს აინტერესებს თუ რა სტილის მსაჯია მადლი და როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკელი, მანამ სანამ ინგლისს გაუშინაურდება, ყოველი თამაშის წინ მოითხოვს არბიტრების დოსიეს.

The Telegraph-თან ინტერვიუში მისმა ახლო მეგობარმა ბრუნო დოს ანიოსმა კაზემიროს ქმედება ასე განმარტა:

" მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე დიდია იმის რისკი, რომ მან ყვითელი ბარათი მიიღოს. გარდა ამისა, კაზემიროს ძალიან უყვარს მსაჯებთან კამათი. დოსიეების გადახედვა კი მას ძალიან წაადგება."

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 30 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, "რეალიდან", £70 მილიონი ($83 მლნ.) სანაცვლოდ დაიმატა

სხვა სტატიები