Belive

კაზემირომ ტრავმა მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კაზემირომ ტრავმა მიიღო. ესპანური Marca-ს ცნობით, ბრაზილიელი მოედანს დაახლოებით 1 თვით გამოემშვიდობა. შესაბამისად, ბრაზილიელი საყრდენი "რეალს" ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ 2 ტურში ვერ დაეხმარება. მადრიდელები 27 ნოემბერს გასვლაზე "რომას," ხოლო 12-ში კი საკუთარ მოედანზე "ცსკა-ს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები