Belive

კაზუიოში მიურა- მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაპონელი ლეგენდა კაზუიოში მიურა ყველაზე ასაკოვანი პროფესიონალი ფეხბურთელია. ის დღემდე, 55 წლის ასაკშიც კი გამოდის მწვანე მოედანზე და საყვარელ საქმეს აკეთებს.

მიუხედავად ასაკისა, მიურამ მის კარიერაში მე-14 კლუბთან გააფრომა კონტრაქტი. კაზუიოში იაპონიის მეოთხე ლიგაში Suzuka Point Getters-ში ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ხელმოწერით მიურამ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მან 2021 წლის მარტში, 54 წლისა და 12 დღისამ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა.

"დღეს გულშემატკივრებმა საუკეთესო ატმოსფერო შექმნეს და მათ მადლობას ვუხდი. ამ თამაშით ისტორია დავწერე და თავს ამაყად ვგრძნობ. ასეთ ადგილას თამაში ჩემთვის დიდი პატივია და ეს მოტივაციას მაძლევს, რომ თავდაუზოგავად შრომა გავაგრძელო."- განაცხადა მიურა, Criacao Shinjuku- ს წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

ლეგენდარულმა იაპონელმა საფეხბურთო კარიერა 1986 წელს დაიწყო და ამბობს, რომ თამაში 60 წლამდე სურს.

სხვა სტატიები