Belive

კეილორ ნავასის და მისი მეუღლის ღირსეული საქციელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო მსოფლიოში უამრავი პრობლემა შეიქმნა. მათ შორის ფინანსური. უამრავი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე და შესაბამისად საკვებ პროდუქტს ვერ ყიდულობენ. საქმე ამჯერად კოსტა რიკას ეხება. კოსტა რიკაში საშინელი მდგომარეობაა და ხალხს ძალიან უჭირს. ამასთან დაკავშირებით კეილორ ნავასმა და მისმა მეუღლემ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი 3700 ოჯახს საკუთარი ხარჯებით პროდუქტების მომარაგებაში დაეხმარნენ. ნავასების დამსახურებით ამდენი ადამიანი მშიერი აღარ იქნება. ეს მართლაც მისაბაძი მაგალითია.

სხვა სტატიები