Belive

კეილორ ნავასმა რეალიდან წასვლა გადაწყვიტა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მეკარეს, კოსტა-რიკელ კეილორ ნავასს კლუბის დატოვება სურს. ნავასმა გუნდის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პოზიციაზე "რეალში" დიდი კონკურენციაა. ზინედინ ზიდანი გუნდის პირველ მეკარედ ბელგიელ ტიბო კურტუას მოიაზრებს. მადრიდელებმა უკვე დაიწყეს მეკარის ძებნა, რომელიც ნავასს შეცვლის. მადრიდელებს ნავასის უფასოდ გაშვება არ სურთ.

სხვა სტატიები