Belive

კეინი, დე ხეა და სხვა სატრანსფერო სიახლეები

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და გუნდები აქტიურობას იწყებენ. ესპანური გამოცემა,  "El Confidencial"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალს" "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენა სურს. ესპანელებს 200 მილიონი ფუნტი ეძვირებათ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მინდინარეობს. "Telegraph"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას დარწმუნებას, რომ არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მანჩესტერელთა ლიდერი კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" დარჩეს. გამოცემა "The Sun" იუწყება, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" 18 წლის შემტევით, ჯეიდონ სანჩოთი პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან. თუმცა ექსპერტების თქმით, ახალგაზრდა ტალანტი 100 მილიონ ფუნტზე მეტი არ ღირს. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობას აპირებს. ჟოზე მოურინიოს "ინტერის" სლოვაკი მცველი, მილან შკრინიარი სურს. პორტუგალიელ სპეციალისტს საკუთარი გუნდის რიგებში ასევე "მილანის" მცველის, ალესიო რომანიოლის ხილვა უნდა. ამ ინფორმაციას "ESPN" ავრცელებს. "ჯენოას" თავდამსხმელი, კშიშტოფ პიატეკი მისდამი "ბარსელონას" ინტერესს ადასტურებს, თუმცა პოლონელს "ტოტენჰემი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" აკვირდებიან. "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ანდერ ერერა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ "ბილბაოში" დაბრუნდება. ისევ "მანჩესტერ იუნაიტედი". ინგლისურ გრანდს 33 წლის შვედი მცველის, ანდრეას გრანქვისტის შეძენა სურს. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი ადასტურებს. "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი" და "საუთჰემპტონი" "სანდერლენდის" 19 წლის ფეხბურთელით, ჯოშ მაიათი ინტერესდებიან. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 1 იანვარს გაიხსნება.

სხვა სტატიები