Belive

კეინი გახდა ინგლისის ნაკრების პირველი ფეხბურთელი 1993 წლის შემდეგ, რომელმაც სრულყოფილი ჰეთთრიკი გაიფორმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. მატჩში ,,სრულყოფილი'' ჰეთთრიკი (გოლი თავით, მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით) გაიფორმა ჰარი კეინმა, რაც ,,სამი ლომის'' შემადგენლობაში 1993 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. კეინამდე ,,სრულყოფილი'' ჰეთთრიკით სან მარინოსთან შეხვედრაში დევიდ პლატი გამოირჩა. გუშინ გატანილი სამი გოლის შემდეგ, 28 წლის თავდამსხმელს ოფიციალურ მატჩებში 39 გოლი დაუგროვდა, რაც ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ჰარიმ უეინ რუნის გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 37 გოლია. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის წინ, ინგლისი 23 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან პოლონეთს 3 ქულით უსწრებს. საუტგეიტის გუნდი ბოლო შეხვედრას სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები