Belive

კეინი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ევროპა ლიგაზე თამაშს არ ვისურვებდი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ტოტენჰემის'' თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, ,,მარსელთან'' მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლაზე ისაუბრა:

,,მსოფლიო ჩემპიონატის წინ ამის გაკეთება მნიშვნელოვანი იყო. ჯგუფში ჩარჩენა ძალიან მტკივნეული დარტყმა იქნებოდა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ევროპა ლიგაზე თამაში სულაც არ არის ის, რის გაკეთებასაც ვისურვებდი. ასე რომ, პლეი-ოფში გასვლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

მუნდიალის დაწყებამდე სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და იმედია, ,,მარსელთან'' მოგებას ამ მონაკვეთის დამაჯერებლად დასრულებისთვის გამოვიყენებთ. თუ პრემიერ ლიგის შეხვედრების მოგებასა და ლიგის თასზე წინსვლას შევძლებთ, მაშინ ეს სეზონის ნამდვილად კარგი ნახევარი იქნება,'' - განაცხადა კეინმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,ტოტენჰემმა'' სტუმრად ,,მარსელს'' მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ანტონიო კონტეს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატამდე ,,ლივერპულთან'', ,,ლიდსთან'' (პრემიერ ლიგაში) და ,,ნოტინგემთან'' (თასზე) შეხვედრები ელის.

სხვა სტატიები