Belive

კეინი: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე მოსაგებად მივდივართ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გუნდის შანსები შეაფასა:

,,მახსოვს ინგლისის ნაკრები 10-15 წლის წინ, თითქოს, გვეშინოდა გვეთქვა, რომ დიდი ტურნირის მოგება გვინდოდა. ვფიქრობ, საუთგეიტის მწვრთნელობის პერიოდში წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით და ახლა ამაზე საუბარი აღარ გვაშინებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის მივდივართ, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. სხვაგვარად ფიქრი არასწორი იქნებოდა. რა აზრი აქვს, მუნდიალზე წასვლას, თუ არ გჯერა, რომ შეგიძლია, უკან სახლში თასით დაბრუნდები?!

რთული იქნება, ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ცოტა იღბალიც უნდა დაგვეხმაროს,'' - განაცხადა კეინმა.

ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში აშშ-ს, ირანისა და უელსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საუთგეიტის გუნდი პირველ შეხვედრას 21 ნოემბერს, ირანის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები