Belive

კეინი Vs. Coca-Cola - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღნიშვნა პრემიერლიგის ისტორიაში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე, პრემიერლიგის მე-16 ტურის გადადებულ შეხვედრაში, "ბრაიტონი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა. ბრაიტონში, "ამექსზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 0:2 დასრულდა. "სპურსის" დაწინაურება კრისტიან რომერომ შეძლო, ხოლო 57-ე წუთზე ჰარი კეინმა მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში (0:2) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ "ბრაიტონის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, ჰარი კეინმა უეინ რუნის რეკორდი დაამხო. "სპურსის" ინგლისელ ფორვარდს პრემიერლიგის ეგიდით, გასვლით მატჩებში გატანილი 95 გოლი დაუგროვა, რაც ინგლისის ელიტური საფეხბურთო ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდია. სარეკორდო გოლის აღნივნის დროს, ჰარი კეინმა ფეხი სტადიონზე გადმოგდებულ Coca-Cola-ს ბოთლს მოუქნია. კეინის ქმედება ფანებმა პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ აღნიშვნად დაასახელეს.

სხვა სტატიები