Belive

კეინმა ყველა მატჩში გაიტანა - ინგლისელი შესანიშნავ ფორმაშია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰარი კეინი შესანიშავ ფორმაშია. ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა 2019 წელს ეროვნული გუნდის მაისურით 12 გოლი გაიტანა და ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა იმისა, რომ "ტოტენჰემის" თავდამსხმელს ნაკრებში უკვე 32 გოლი მოუგროვდა, 2018 წლის მუნდიალის "ოქროს ბუცის" გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 26 წლის ფორვარდმა ევროშესარჩევის ყველა შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა: ჩეხეთთან - 2, მონტენეგროსთან - 4, ბულგარეთთან - 4, კოსოვოსთან - 2. "სამი ლომის" საუკეთესო ბომბარდირი უიენ რუნია, რომელსაც 52 გოლი აქვს გატანილი, კეინს კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდის გასასწრებად სულ მცირე 21 ბურთის შეგდება სჭირდება.

სხვა სტატიები