Belive

კეინმა შემოწმება გაიარა - რა დროს გამოტოვებს ინგლისელი?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი მოედანზე დაბრუნებას აპრილამდე ვერ მოახერხებს. ინგლისის ნაკრების ლიდერი პრემიერლიგის 21-ე ტურში, "საუთჰემპტონს" წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა. ხელახალი სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ "დეზების" კაპიტანს ოპერაციის ჩატარება სჭირდებოდა, რის გამოც ის თამაშს ხანგრძლივად ვერ მოახერხებს. ამ სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით 26 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. ჟოზე მოურინიო, რომელიც კლუბში ტრანსფერების აუცილებლობას ვერ ხედავდა, კეინის დროებითი შემცვლელის მოძიებას აპირებს, სავარაუდოდ პორტუგალიელი სპეციალისტი ედისონ კავანის გადაბირებას შეეცდება.

სხვა სტატიები