Belive

კეირუში: ,,ახალი თაობა, რომელიც ინგლისს ჰყავს, 1966 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ირანის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლუშ კეირუშმა, ინგლისთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ეს მომდევნო შეხვედრაა, მომდევნო შეხვედრა კი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, იმიტომ, რომ ნაკრებში ჩატარებული 200 მატჩის მიუხედავად, ჩემთვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა. თუმცა, ინგლისს პირველად ვეთამაშები და ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობისთვის ეს ჯადოსნური შანსია, ნამდვილი საჩუქარი. საერთაშორისო მატჩების კალენდრის გათვალისწინებით, ინგლისთან ან გერმანიასთან თამაში თითქმის შეუძლებელია.

ახალი თაობა, რომელიც გარეთ საუთგეიტმა მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა, შეიძლება ითქვას, რომ 1966 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერია. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და მათ ფინალში გასვლის სერიოზული შანსი აქვთ. ინგლისმა გასულ მუნდიალზე და ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან კარგად ითამაშა.

ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ ჯგუფიდან გასასვლელად საჭირო ქულებს მოვიპოვებთ, რაც ჩვენი ოცნებაა,'' - განაცხადა კეირუშმა.

კარლუშ კეირუშის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ხვალ, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.