Belive

კეისუკე ჰონდა ისტორიაში შევიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
33 წლის იაპონელი ფეხბურთელი, მრავალი წელია მსოფლიო ფეხბურთში აქტიურად ასპარეზობს. ჰონდას, კარიერის განმავლობაში, არაერთ კლუბში აქვს ნათამაშები. ამჟამად კეისუკე ბრაზილიური კლუბის "ბოტოფაგოს" ღირსებას იცავს.  ხსენებული გუნდის რიგებში, ჰონდამ 15 მარტს, "ბანგუს" წინააღმდეგ, მატჩის 29-ე წუთზე პენალტის გატანა მოახერხა. ამ გოლით კი იაპონელი ისტორიაში შევიდა. კეისუკე ჰონდა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა, მსოფლიოს ხუთ სხვადასხვა კონტინენტზე მოახერხა. ევროპის მასშტაბით ჰონდას, "მილანის", "ვენლოს" და "ცსკ-ს" რიგებში აქვს გოლი გატანილი. ასევე, იაპონელს "მელბურნის" (ავსტრალია), "პაჩუკასა" (ჩრდ. ამერიკა) და "ნაგოიას" (აზია) შემადგენლობაშიც აქვს მეტოქის კარის ბადე შერხეული. დღეს კი, უკვე “ბოტოფაგოს” რიგებში მოასპარეზე ჰონდამ, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეც შეძლო გოლის გატანა და ამ მხრივ, მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

სხვა სტატიები