Belive

კემპესი: "მესი მარადონას ვერასოდეს დაჩრდილავს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლიონელ მესიმ პირველი სანაკრებო ტიტული მოიგო - არგენტინა კოპა ამერიკას გამარჯვებულია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესიმ კარიერაში ყველაფერს მიაღწია, თუმცა ერთადერთი, რაც მას აკლდა, სანაკრებო ასპარეზზე წარმატება იყო. ბრაზილიის დამარცხების შემდეგ, არგენტინაში ზეიმი დღემდე არ შეწყვეტილა, თუმცა სწორედ ასეთ დროს, 1878 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, მარიო კემპესმა, კვლავ დიეგო მარადონა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მესის მისი დაჩრდილვა არ შეუძლია.
"დიეგოს დაჩრდილვა ძალიან რთულია, მას მთელ მსოფლიოში აღმერთებდნენ. ჩემი აზრით, მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ 4-ჯერ რომ მოიგოს, იგი მარადონაზე უკეთესი მაინც ვერ გახდება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენ ტიტულს მოიგებს იგი, მარადონა მაინც უფრო მაღლა იდგება", - განაცხადა კემპესმა.
მარიო კემპესი არგენტინის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო. საკლუბო დონეზე, მისი წარმატება "ვალენსიას" უკავშირდება, სადაც 184 მატჩში, 116 გოლი გაიტანა და "პიჩიჩის" ტიტულს 2-ჯერ დაეუფლა. საერთაშორისო დონეზე, მან 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ფინალში კი 2 გოლის გატანა შეძლო. გარინჩასთან და პაოლო როსისთან ერთად, კემპესი იმ უიშვიათეს ფეხბურთელებს შორის შედის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, ასევე საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის წოდება ერთად მიიღეს.

ასევე იხილეთ: მარადონა – ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი. 

სხვა სტატიები