Belive

კეპა სარისთან კონფლიქტის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შეგახსენებთ რომ დღეს Carabao cup-ის ფინალში სადაც "მანჩესტერ სიტი" "ჩელსის" დაუპირისპირდა ინციდენტი მოხდა. მატჩის მეორე დამატებითი დროის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ გუნდის მეკარის კეპა არიზაბალაგას შეცვლა დააპირა. თუმცა ესპანელი მეკარე მწვრთნელის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და მოედანზე დარჩა. ამასთან დაკავშირებით კეპამ განცხადება გაავრცელა: "ვიცი რომ ყოველივე ეს გარედან ცუდად ჩანდა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ რომ მწვრთნელისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია. ბოსს (მაურისიო სარი) უკვე ვესაუბრე და ვფიქრობ ეს გაუგებრობა იყო. იგი ფიქრობდა რომ მე ტრავმა მქონდა მაგრამ ეს ასე არ იყო, ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ, უბრალოდ ექიმებს გაუგებრობის აღმოსაფხვრელად 2-3 წუთი დასჭირდათ. რაც შეეხება ჩემს ჟესტებს ვცდილობდი გამომეხატა რომ კარგად ვიყავი." შეგახსენებთ რომ დაახლოებით მსგავსი განცხადება გაავრცელა მაურისიო სარიმაც.

სხვა სტატიები