Belive

კეპა სერია A-ში? ჩელსის მეკარით ნაპოლი ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კეპა არისაბალაგამ შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი მეკარით "ნაპოლი" დაინტერესდა. იტალიელებს სურთ, რომ "ჩელსის" ფეხბურთელი იჯარით დაიმატონ, თუმცა კონტრაქტში გამოსყიდვის უფლებაც იქნება შეტანილი. ტრანსფერის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი კეპას ხელფასია, რომლის გადახდაც "ნაპოლის" არ სურს, ხოლო "ჩელსი" ანაზღაურების გაყოფაზე უარს ამბობს. 27 წლის კეპა არისაბალაგამ "ჩელსიში" მთავარი მეკარის სტატუსი დაკარგა. 2021/22 სეზონში ესპანელმა 15 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე  10 გაშვებული გოლი და 8 მშრალი თამაშია.

სხვა სტატიები