კევინ დე ბრუინე, სერხიო რამოსი, ჯაბა კანკავა – საქართველოს ნაკრების კაპიტანი კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სტატისტიკური გამოცემის Sofascore-ს ვერსიით, უეფას ერთა ლიგის მეორე სათამაშო კვირის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც მოხვდა.

საუკეთესო თერთმეტეულში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც სერხიო რამოსი, კევინ დე ბრუინე, სერხიო რეგილონი, ანტუან გრიზმანი და ერლინგ ბრუტ ჰოლანდი არიან.

34 წლის ქართველ ნახევარმცველს გამოცემამ 7.9 შეფასება დაუწერა. ის ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ შეხვედრაში უდავოდ საუკეთესო იყო და ეროვნულ გუნდს სარეკორდო, 51-ე მატჩში უკაპიტნა.

(1429)

კევინ დე ბრუინე, სერხიო რამოსი, ჯაბა კანკავა – საქართველოს ნაკრების კაპიტანი კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სტატიის ავტორი
-