Belive

ოფიციალურად: კევინ დე ბრუინე სიტიში 2025 წლამდე დარჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერ "სიტისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა - კევინ დე ბრუინემ, ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას მანჩესტერ "სიტის" ოფიციალური საიტი აქვეყნებს.

"სიტიში" 2015 წელს ჩავირიცხე და აქ გადმოსვლის შემდეგ დღესაც ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც აქამდე. მე მიყვარს გულშემატკივარი და მანჩესტერი ჩემი ოჯახია. ბედნიერი ვარ, რომ 2015 წლიდან დღემდე ამ გუნდმა მე განმავითარა და დღემდე ვვითარდები. ეს კლუბი წარმატებისკენ არის მიმართული. ყველაფერს გთავაზობენ რაც შენი წარმატებისთვის საჭიროა, მე მათ იმედებს ვერ გავუცრუებ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კონტრაქტის გახანგრძლივება. კლუბში დარჩენის მთავარი მიზეზი კი პეპ გვარდიოლაა, რომელიც საუკეთესოა ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელთან ასეთი კომუნიკაცია. ჩემი და პეპის მიზნები სრულიად შეესაბამება და სწორედ ამიტომ მე მასთან მუშაობა მსურს". - აღნიშნა ბელგიელმა.
კევინ დე ბრუინე ინგლისურ გრანდში 2015 წლიდან ირიცხება და დღემდე 255 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 65-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 105-ჯერ გამოიჩინა. მან ასევე "სიტისთან" ერთად შეძლო 2-ჯერ პრემიერ ლიგის (2017/18; 2018/19); ერთხელ FA CUP-ისა (2019 წელი) და 4-ჯერ ლიგის თასის მოგება (2016,2018,2019,2020 წლებში). ბელგიელი ვარსკვლავი ასევე 2020 წელს, პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ამავე წელს გახდა UEFA-ს წლის გუნდის წევრი.

სხვა სტატიები