Belive

კევინ დე ბრუინი კვლავ დაშავდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1 ნოემბერს ინგლისის Carabao თასის გათამაშება შედგა, სადაც მანჩესტერულმა კლუბმა "მანჩესტერ სიტიმ" შინ "ფულემი" მიიღო. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მანჩესტერელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რამაც შედეგი გამოიღო და მათ 2:0 იმარჯვეს. გამარჯვების მიუხედავად, სიტის გულშემატკივრებისთვის მატჩი უსიამოვნო ფაქტით დასრულდა. კერძოდ, მატჩის 86-ე წუთზე მოედანს ახლადდაბრუნებული ფეხბურთელი, კევინ დე ბრუინი დაშავდა. იგი 86-ე წუთზე კლაუდიო გომესმა შეცვალა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა სიმძიმის არის ტრავმა, თუმცა როგორც მანჩესტერელთა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კევინ დე ბრუინის ტრავმა მსუბუქი არ არის და იგი მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებს.

სხვა სტატიები