Belive

კევინ დე ბრუინეს შესანიშნავი მიღწევა სიტისთან ერთად

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასი" - 4:0 გაანადგურა. მატჩში დუბლი ჯონ სტოუნსმა შეასრულა, თითო-თითო გოლი კი რაჰიმ სტერლინგმა და ილაქი გიუნდოგანმა გაიტანეს. მატჩში ანგარიში ჯონ სტოუნსმა 22-ე წუთზე, თავური დარტყმით გახსნა, რომელსაც ასისტენტობა კევინ დე ბრუინმა გაუტანა. ბელგიელისთვის, რომელმაც წინა სეზონში ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა (20 საგოლე გადაცემა პრემიერლიგაში), მიმდინარე გათამაშებაში მეათე შედეგიანი პასი გახლდათ, თუმცა ეს 29 წლის ფეხბურთელისთვის ამ შეხვედრაში ერთადერთი მიღწევა არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ დე ბრუინესთვის ეს "ქალაქელების" მაისურით გაკეთებული მეასე საგოლე გადაცემა იყო. საინტერესოა ისიც, რომ მას მერე, რაც დე ბრუინეს პრემიერლიგური დებიუტი შედგა, არც ერთ სხა ფეხბურთელს ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მასზე მეტი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია - ბელგიელი უახლოეს მდევარს 31 პასით უსწრებს. დე ბრუინე მანჩესტერელებმა 2015 წლის ზაფხულში, "ვოლფსბურგიდან" 76 მილიონ ევროდ შეიძინეს. კევინმა 244 შეხვედრაში 60 გოლის გატანა მოახერხა და ინგლისურ კლუბთან ერთად 2-ჯერ პრემიერლიგა, 4-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ასოციაციის, ერთხელ კი სუპერთასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები