Belive

კევინ დე ბრუინმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა ოთხშაბათს არსენალთან გამართულ მატჩამდე, ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. სიტის მედიკოსების განცხადებით,  27 წლის ბელგიელი ნახევარმცველის ტრავმა რამდენად მძიმეა, ჯერჯერობით უცნობია. 2016 წელს, კევინ დე ბრუინმა გამოტოვა 12 თამაში მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო, მათ შორის ინგლისის ლიგის ნახევარფინალი ევერტონთან. დე ბრუინმა სიტის შემადგენლობაში 12 გოლი და 21 ასისტი მიითვალა. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრემიერ და ინგლისის ლიგის თასის მოგებაში. სიტიმ ტიტულის დაცვა არსენალის 2-0  დამარცხებით დაიწყო, შემდეგ თამაშს კი ჰადერფილდთან (სახლში) კვირას გამართავს. სიტი სეზონის მეხუთე თამაშს გამართავს სახლში (ფულჰემთან) 15 სექტემბერს. შემდეგ კი მოუწევთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი თამაშის გამართვა 18 ან 19 სექტემბერს. 2017-18 წლებში, სიტიმ რამდენიმე რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა - მოიპოვა 100 ქულა, 32 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ჯამში 106 გოლი გაიტანა. კევინ დე ბრუინი BBC-თან ინტერვიუში ამბობს: “ისეთი სეზონი როგორიც შარშან მქონდა, არასდროს განმეორდება.”  

სხვა სტატიები