როგორც იცით, კევინ-პრინც ბოატენგი იჯარის წესით კატალონიის "ბარსელონაში" თამაშობს.
"სასუოლოს" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" ოფიციალურ ტელეარხთან საუბარში თავისი კარიერის მანძილზე საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა.
"ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? ზლატან იბრაჰიმოვიჩი," - თქვა კევინ-პრინც ბოატენგმა.
შეგახსენებთ, რომ განელი ნახევარმცველი ზლატანთან ერთად "მილანში", 2010-2012 წლებში თამაშობდა.