Belive

კევინ ტრაპი „ფრანკფურტში“ გადავიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანელი გოლკიპერი, კევინ ტრაპი იჯარის წესით სათამაშოდ "აინტრახტში" გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერის მიზეზი ის გახდა, რომ გასულ სეზონში გერმანელ კიპერს პარიზულ კლუბში სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა. წელს "პსჟ-ს" კარში დიდი კონკურენციაა - გუნდს "იუვენტუსიდან" ჯანლუიჯი ბუფონი დაემატა, ხოლო სათადარიგოთა სკამზე ფრანგი არეოლა ზის, რაც ტრაპის თამაშის შანსებს დიდწილად ამცირებდა. ტრაპმა პსჟ-ში 91 მატჩი ჩაატარა და 48 თამაშში კარის ბადის მშრალად  შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები