Belive

ხაბი ალონსო განმარტავს , თუ რატომ არის კლოპის გუნდის წინააღმდეგ თამაში რთული

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12 ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდი დაუმარცხებელია და დამაჯერებლად ლიდერობს მიმდინარე გათამაშებას. გერმანელმა სპეციალისტმა "ლივერპულის" სახით ჩამოაყალიბა ერთგვარი მონსტრი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ძალიან რთულია. ამის შესახებ ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ  ხაბი ალონსომ ისაუბრა. 2014 წელს ალონსოს მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში  "დორტმუნდის"  წინააღმდეგ  უწევდა თამაში . ეს ის "დორტმუნდია" , რომელსაც იურგენ კლოპი წვრთნიდა. "არასდროს მომწონდა მათ წინააღმდეგ თამაში, რადგან ისინი ყოველთვის ისეთი ინტენსიურები , მძლავრები და კარგები იყვნენ, რომ თითქოს გუნდი მენტალურად ტყდებოდა და არაფერი გამოგვდიოდა" "თითქოს კლოპს სურდა , რომ გალიაში გამოკეტილი ცხოველებივით ვყოფილიყავით. ყოველთვის ისეთ სათამაშო ტაქტიკას ირჩევდა , რომ ხაფანგში ვებმებოდით და ამ ზეწოლას ვეღარ ვუძლებდით."
"არ არის გასაკვირი , რომ ახლა ლივერპული პირველ ადგილზე იმყოფება. კლოპმა ყოველთვის იცის , თუ როგორ გაანადგუროს თავისი ტაქტიკით მეტოქე გუნდის მსოფლიო ვარსკვლავები."
მიუხედავად იმისა , რომ ხაბი ალონსოს არასდროს უყვარდა გერმანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ თამაში, ახლა დიდი იმედი აქვს , რომ კლოპი "ლივერპულს" ნანატრ ტიტულს მოაგებინებს, რადგან ესპანელიც "ლივერპულის" ერთ-ერთი ლეგენდაა.

სხვა სტატიები