ხაბიბ ნურმაგომედოვი კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულებას ურჩევს

ორივე სპორტსმენს საოცარი კარიერა აქვს. მათი მოღვაწეობის პერიოდში ორივეს საოცარი დღეები აქვს გამოვლილი.

პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი ამჟამად 34 წლის არის ხოლო ხაბიბი 31.

ხაბიბი და კრიშტიანუ კარგი მეგობრები არიან. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სპორტსმენმა ისაუბრა კარიერის დასრულების შესახებ. ასევე მან აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას ურჩევს კრიშტიანუ რონალდუს.

“ძნელია შეეშვა იმას, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვენი” 

“არ აქვს მნიშვნელობა შენ გინდა თუ არა კარიერის დასრულება, თავის დროზე სპორტი თავისით დაგტოვებს შენ”

თუ სწორ დროზე არ დაანებებ კარიერას თავს, აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი სპორტსმენები და ახალი ჩემპიონები. შენ კი აღარ გექნება ისეთი მოტივაცია და შესაძლებლობა, როგორც ეს კარიერის დასაწყისში გქონდა”

“არავინ იქნება სპორტში სამუდამოდ”

“რამდენი წლის არის რონალდუ? 34? 35 წლის ასაკში მას აღარ ექნება ისეთი კონდიციები და რეაქცია, როგორც ადრე. არ აქვს მნიშვნელობა კრიშტიანუ ხარ თუ ხაბიბი. მე რონალდუს ვურჩევ, რომ კარიერას ზუსტ დროს დაასრულოს” –   განაცხადა ხაბიბიმ

(849)

ხაბიბ ნურმაგომედოვი კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულებას ურჩევს

სტატიის ავტორი
-