Belive

ხალხის ჩემპიონი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფეხბურთის გულშემატკივრებმა ამჟამინდელი საუკეთესო მოთამაშე აირჩიეს.  ვინ არის ამჟამინდელი საუკეთესო მოთამაშე? ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ კითხვაზე სხვადასხვა მოსაზრება ექნებათ. ზოგისთვის მესი ყოველთვის საუკეთესოა, ვიღაცისთვის კი - რონალდუ. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ყველას განსხვავებულ რეალობაში უწევს ცხოვრება, რომ არა კოვიდ-19, ახლა "ბაიერნის" პოლონელ სუპერვარსკვლავს ოქროს ბურთი ნამდვილად ექნებოდა მოგებული. ძალიან უცნაურია, რომ 2019-20 წლების სეზონის დაჯილდოება გაუქმდა იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი ბოლომდე ჩატარდა. 2019-20 წლების საუკეთესო მოთამაშე უდავოდ რობერტ ლევანდოვსკი გახლდათ. წინა სეზონში პოლონელმა ყველა ტურნირზე ერთად აღებული 47 შეხვედრა ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა. სწორედ ლევანდოვსკის უდიდესი დამსახურებაა, რომ "რეკორდმაისტერებმა" 2019-20 წლების სეზონში ტრებლი მოიგეს. Goal-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 26 000 გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა 176 სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ "ხალხის ჩემპიონი" - ამჟამინდელი საუკეთესო მოთამაშე აირჩიეს.

გთავაზობთ მოთამაშეების პირველ ათეულს:

10. პეტერ გულაში (ლაიფციგი) 9. ტიაგო ალკანტარა (ლივერპული) 8. მანუელ ნოიერი (ბაიერნი) 7. სადიო მანე (ლივერპული) 6. ნეიმარი (პსჟ) 5. კილიან მბაპე (პსჟ) 4. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) 3. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 2. ლეო მესი (ბარსელონა) 1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო, რომ შენი შედეგი მესიზე ან რონალდუსაზე უკეთესად ჩაითვალოს, ლევანდოვსკიმ კი ეს შეძლო, მისი სტატისტიკა წინა სეზონიდან მოყოლებული უბრალოდ საოცრებაა და ის, რომ მან ოქროს ბურთი დაიმსახურა, ეჭვგარეშეა. პოლონელის საოცარი თამაში უყურადღებოდ მაინც არ დარჩა, ის გულშემატკივრებმა მთელი მსოფლიოდან ამჟამინდელ საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს. პოლონელი თავდამსხმელი ამ სეზონშიც განაგრძობს ბრწყინვალე ასპარეზობას: გერმანიის ჩემპიონატის 6 შეხვედრაში მას უკვე 11 გოლი აქვს გატანილი.      

სხვა სტატიები