Belive

ხამეს როდრიგესი კოპა ამერიკას გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ხამეს როდრიგესი კოპა ამერიკას გამოტოვებს. წყაროს მტკიცებით, კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც "ევერტონის" ვარსკვლავი განაცხადს მიღმა დარჩა. ხამეს როდრიგესის განაცხადს მიღმა დარჩენის ოფიციალურ მიზეზად, ფიტნეს ტესტზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგია. ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ხამეს როდრიგესი ნაკრებში სათამაშოდ არასათანადო ფორმაშია.

სხვა სტატიები