Belive

ხამეს როდრიგესი რეალს დაუბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოლუმბიელი ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალის" ვარჯიშზე გამოჩნდა. ხამესისთვის პირველი ვარჯიში იყო ყოფილ გუნდთან ერთად. 28 წლის ფეხბურთელისთვის "სამეფო კლუბში" დარჩენა ძალიან რთული იქნება. მან განსაკუთრებულად ბევრი უნდა ივარჯიშოს. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ხამესს გუნდის წევრად არ განიხილავს. კოლუმბიელი ვარსკვლავი ფრანგი სპეციალისტის გეგმებში არ ჯდება. ხამეს როდრიგესი "რეალის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. 2017 წლიდან კი იჯარის წესით "ბაიერნშია" განათხოვრებული. მადრიდელთა შემადგენლობაში მან 111 მატჩი ჩაატარა და 36 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები