Belive

ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ ანჩელოტის მადრიდულ გრანდთან მოუწევს ბრძოლა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი კვლავ აქტიურად ცდილობს ხამეს როდრიგესის ტრანსფერის განხორციელებას. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხამეს როდრიგესისათვის ბრძოლაში "ატლეტიკოც" ჩაერთო. "ნაპოლისა" და "ატლეტიკოს" ინტერესის ფონზე, კარლო ანჩლოტი მიიჩნევს, რომ ხამესი მის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. "არაფერი მსმენია "ატლეტიკოს" ინტერესის შესახებ. ხამესის ტრანსფერის თაობაზე, აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ. დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მას, როგორც გამორჩეულ ფეხბურთელს. ხამესი დიდებული ფეხბურთელია - თუმცა იგი არ არის ერთადერთი, რომლის შეძენასაც ვცდილობთ", - აღნიშნა კარლო ანჩელოტიმ. წყაროს მტკიცებით, "ბლანკოსის" მესვეურებს ხამესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურთ.

სხვა სტატიები