Belive

ხამეს როდრიგესმა შესაძლოა ბაიერნი იანვარში დატოვოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" იანვარში დატოვოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გერმანული Bild Sport ავრცელებს. Bild-ის წყაროს ინფორმაციით, ხამესის შეძენით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. ტურინელები მზად არიან, კოლუმბიელს რამდენიმეწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. Transfermarkt-ის თანახმად, ხამეს როდრიგესის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ ხამესის სატრანსფერო უფლებები მადრიდის "რეალს" ეკუთვნის, "ბაიერნში" კი კოლუმბიელი შემტევი იჯარის წესით თამაშობს.

სხვა სტატიები