Belive

ხამესი ლა ლიგაში? კოლუმბიელს ევროპაში დაბრუნება სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ალ-რაიანის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი იმედოვნებს, რომ მისი ტრანსფერი მადრიდის "ატლეტიკოში" განხორციელდება. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, 30 წლის კოლუმბიელ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება სურს, ამისთვის კი საუკეთესო ვარიანტი დიეგო სიმეონეს გუნდია. ყატარულ "ალ-რაიანთან" ხამესს კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ როდრიგესი გასული წლის სექტემბერში აზიაში "ევერტონიდან" წავიდა. მიმდინარე სეზონში ხამესმა 14 მატჩი ჩაატარა - კოლუმბიელის ანგარიშზე 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები