Belive

ხამესის გმირული საქციელი - კოლუმბიელმა მეტოქის სიცოცხლე გადაარჩინა | VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხამეს როდრიგესი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცა - კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა. კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი ყატარის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში "ალ რაიანის" მაისურით "ალ-ვაკრას" წინააღმდეგ დუბლისა და საგოლე გადაცემის ავტორი გახდა და გუნდს - 3:0 გამარჯვებაში დაეხმარა, თუმცა მატჩის მთავარი ეპიზოდი სხვა აღმოჩნდა. პირველ ტაიმში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი კარის შიგნით წაიქცა და გული გაუჩერდა, რაზეც ყველაზე სწრაფად სწორედ 30 წლის ფეხბურთელმა იმოქმედა და კულიბალის პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მალელ ფეხბურთელს გულის შეტევა ჰქონდა.  

სხვა სტატიები