Belive

ხარაიშვილი: "ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებისთვის ემზადება. "ჯვაროსნები" 7 ივნისს გიბრალტარს მიიღებენ, 10-ში კი დანიის ნაკრებს ესტუმრებინ. შვედური "გეტებორგის" ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ხარაიშვილმა მოახლოვებული მატჩების შესახებ ისაუბრა. "ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ჩემი აზრით, შევძლებთ, რომ მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ," - თქვა ხარაიშვილმა.

სხვა სტატიები