Belive

ხარაიშვილმა სეზონი შედეგიანად დაასრულა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში მეორე სეზონი დაასრულა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა "გიოტებორგთან" ერთად სეზონის დასკვნით შეხვედრაში "ოსეტერსუნდსს" გამანადგურებელი ანგარიშით - 7:1 მოუგო. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, 82-ე წუთზე კი თანაგუნდელს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. ხარაიშვილმა გათამაშება 7 გოლითა და 8 საგოლე პასით დაასრულა, წინა სეზონში კი მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო და თანაგუნდელებს ამაში 5-ჯერ დაეხმარა. შეგახსენებთ, ხარაიშვილის გადაბირებით დაინტერესებული ამსტერდამის "აიაქსი" გახლდათ, შესაძლოა "საბურთალოს" გაზრდილი ფეხბურთელი შვედურ კლუბში აღარ დარჩეს.

სხვა სტატიები