Belive

"ხარისხი და არა ფიზ-მომზადება" - ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესი დაიცვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არასასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო, ბრიტანულ მედიაში ხამეს როდრიგესს კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა კოლუმბიელ ფეხბურთელს საყვარელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელმა მხოლოდ არსებული სათამაშო ხარისხის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. "მან უნდა ივარჯიშოს სწორად, ისევე როგორც წინა კვირაში. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ის ფაქტი, რომ ხამესმა ინგლისის თასზე ჩატარებულ შეხვედრაში 99 წუთი ითამაშა, მას უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება.  არ მგონია, რომ მან ფიზიკური მხარე უნდა გააუმჯობესოს. მან უბრალოდ არსებული ხარისხი უნდა შეინარჩუნოს. როგორც მე მისი გუნდში მოსვლის დროს ვთქვი, ხამესი იმიტომ არ დაგვიმატებია, რომ შემადგენლობა უფრო მეტად ფიზიკურად ძლიერი გაგვეხადა, არამედ იმიტომ, რომ მსურდა მოედანზე უფრო მეტი ხარისხი მეხილა.  არსებობენ სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები: ისინი, ვინც საკუთარ სათამაშო უნარ-ჩვევებს უფრო აქტიურად იყენებენ და ისინი, ვინც აქცენტს ძალასა და ფიზიკური მომზადების უმაღლეს დონეზე აკეთებენ. მწვრთნელის მისიაც სწორედ ის გახლავთ, რომ მათგან უნივერსალური ბალანსი მიიღოს და ერთიანი გუნდი ჩამოაყალიბოს", - თქვა 61 წლის იტალიელმა. "ევერტონს" 28 წლის კოლუმბიელი 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ "კანფეტების" მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები