Belive

ხავი ამერიკაში გაფრინდა და რეალთან მატჩში ბარსელონასთან ერთად იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი, საკუთარ გუნდს, რომელმაც ამერიკული ტურნე დაიწყო, მალე შეუერთდება. ინფორმაციას Marca ავრელებს. გამოცემის ცნობით, 42 წლის სპეციალისტი მაიამიში უკვე გაფრინდა და ხვალ კლუბთან ერთად ლას ვეგასში გაემგზავრება, სადაც ,,ბლაუგრანა'' მადრიდის ,,რეალს'' შეხვდება. ხავიმ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ,,ბარსელონას'' პირველი ამხანაგური მატჩი გამოტოვა, რომელშიც კატალონიელებმა ,,ინტერ მაიამის'' 6:0 მოუგეს. მთავარი მწვრთნელი მისმა ძმამ, ოსკარ ერნანდესმა ჩაანაცვლა. როგორც ესპანურ მედიაში დაიწერა, სპეციალისტს ამერიკაში გამგზავრებაზე ხელი ირანში მოგზაურობის გამო შეეშალა. ,,ბარსელონასა'' და ,,რეალს'' შორის მატჩი კვირას, 24 ივლისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები